სიახლეები

10.07.2021

საქართველოს პრეზიდენტი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველია, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

09.07.2021

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, განსაკუთრებული მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დააჯილდოვა

07.07.2021

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა  და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის კანდიდატების სია

05.07.2021

საქართველოს პრეზიდენტმა "ნიუ ჰოსპიტალსში” სამკურნალოდ გადაყვანილ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო.

05.07.2021

ძალადობა მიუღებელია! ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას, ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის, ან გენდერული იდენტობის გამო.

04.07.2021

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა, ან გაგზავნა შეუძლიათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ათონელის ქ. №25 -ში, საკონკურსო კომისიაში, ან ელფოსტზე: info@president.gov.ge 6 ივლისის ჩათვლით.

02.07.2021

საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაის სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი დღეს ორბელიანების სასახლეში პირადად გადასცა და გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.

02.07.2021

საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის პრეზიდენტმა პირადად გადასცა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

01.07.2021

განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.

01.07.2021

ელისეს სასახლეში, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და განვითარების საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირის როლი რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.