სიახლეები

01.07.2021

ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა! მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის. 

01.07.2021

შეხვედრაზე, რომელიც დღეს პარიზში, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum ფარგლებში გაიმართა, პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან საქართველოში კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილა.

30.06.2021

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა და საერთაშორისო თანამეგობრობას მის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.

30.06.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარიზში, ემანუელ მაკრონთან, კამალა ჰარისთან, შარლ მიშელთან, ანგელა მერკელთან და სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

29.06.2021

​მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება. ახალი წევრი კი, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში, უნდა განამწესოს სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა.

28.06.2021

მედლები საზღვაო სფეროს წარმომადგენლებს პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ბრიგადის გენერალმა გელა გიორგაძემ გადასცა და მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

28.06.2021

ხომალდის მეთაურმა ვინს ოუენმა ქართულ დელეგაციას, ხომალდი დაათვალიერებინა და მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და საზღვაო ოპერაციების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. 

23.06.2021

აღინიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას საერთო გამოწვევები და მისწრაფებები აქვს, რომელიც რა თქმა უნდა, მოიცავს დეოკუაპციას, ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას.

23.06.2021

შეხვედრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობასა და ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში პროგრესს.

23.06.2021

კიევში საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრების შემდეგ პრესისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.