თამარ გოდერძიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი
შრომითი საქმიანობა დაიწყო 1987 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სადაც 1996 წლამდე გაიარა ყველა იერარქიული საფეხური ეკონომისტიდან სამმართველოს უფროსის მოადგილის ჩათვლით. 1996-1999 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 1999-2007 წლებში - საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის წევრი - თავმჯდომარის მოადგილე, აქედან 2005-2007 წლებში ასრულებდა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. 2008-2012 წლებში იყო ფინანსური მრჩეველი სხვადასხვა კერძო კომპანიაში. 2012 წელს დაინიშნა სსიპ „საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში“ დირექტორის მოადგილედ და ხელმძღვანელობდა საფინანსო, იურიდიულ და ადმინისტრაციულ მიმართულებებს.
თამარ გოდერძიშვილი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, 2006-2012 წლებში მიწვეული იყო ლექტორად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებაზე, 2009-2011 წლებში - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წლიდან დღემდე ასწავლის პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტში (ACCA კურსი).
2014 წლის 20 მარტიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო დეპარტამენტის უფროსად.
2019 წლის 15 მარტიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელად.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.