სალომე ზურაბიშვილი


 
president-(1).jpgდაიბადა 1952 წლის 18 მარტს პარიზში (საფრანგეთი).
იცის ქართული, ფრანგული, ინგლისური (თავისუფლად) და იტალიური (სასაუბრო დონეზე) ენები.
 
განათლება
 
პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (1969-1972 პარიზი,  საფრანგეთი).
კოლუმბიის უნივერსიტეტი, საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლა (1972-1973, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები).

დიპლომატიური და პოლიტიკური კარიერა

1974-2004 წლებში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (საელჩოები იტალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩადიში); საფრანგეთის წარმომადგენლობებში (გაერო, ნატო, დასავლეთ ევროპის კავშირი, ეუთო).
მუშაობდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ეროვნული თავდაცვის გენერალურ სამდივნოში საერთაშორისო და სტრატეგიულ საქმეთა დირექტორად; საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სტრატეგიულ ურთიერთობათა სამმართველოს უფროსად.

2003 წელს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის წოდება.

2003 წელს დაინიშნა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში.

2004-2005  წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, 2006 წლის 11 მარტს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზა“.
_______________
2006-2015 წლებში იყო პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი (საერთაშორისო ურთიერთობები).
_______________
2010 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა  გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ირანის სანქციების მონიტორინგის ჯგუფს .
_______________
2016 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი.
 

ნაშრომები
„Que sais-je? La Géorgie“- Edition PUF, Paris, 1986.
„Une femme pour deux pays“ – Edition Grasset, Paris, 2006.
„საქართველოსკენ“ - გამომცემლობა „ლიტერა“, თბილისი, 2006.
„Les cicatrices des nations“- Edition Francois Bourin, Paris, 2008.                  
„La tragédie géorgienne“ – Edition Grasset, Paris, 2009.          
„L’exigence démocratique“– Edition Francois Bourin, Paris, 2010.      
Cahiers CERI Sciences Po N°4: La „démocratisation en Géorgie à l’épreuve des élections“, Paris, 2007.
Penser l’Europe: „What borders for Europe?“, Paris, 2007.
Cahier de Chaillot, Institute for security studies of the European Union (N° 102), Paris, 2007.